|
|
|
| Welcome Guest | RSS
Thursday, 30/Jan/2025, 8:28 PM | |
|
|
Home » 2007 » June » 06
"მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები, მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას, შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას... მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით, დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან. დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან..."
Views:
971
|
Added by:
shockunia
|
Date:
06/Jun/2007
|
|
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები. ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში. აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე, თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს, გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია. ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა, მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა. გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო, რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო, ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით...
Views:
767
|
Added by:
shockunia
|
Date:
06/Jun/2007
|
|
დავეხეტები ბედის შარაზე, უცხო ფერებით მტკივა თვალები. არ დავეცემი, თუნდაც იმიტომ რომ მერე ვიცი, შეგებრალები... გადახლეჩილა სული ტკივილით, და მარილს აბნევს ჩემივე ნდომა. მე წავალ როცა გადავიღლები, როცა წასვლის დრო თავისით მოვა. დავაჩქარე და ზურგი მაქცია, ლექსმა, სიტყვამ და მზერით ნახულმა. მე ვაგებ ისევ იმ ჩემს სამყაროს, და შენით ვურჩევ უკვე სახურავს. ნისლისფერ მთებზე ჩამოთოვს მალე, ყვითელ ფერს შეცვლის თეთრი ნაბადი. არ გეტყვი ვიცი- მშვიდობით-მეთქი, უკეთესია გითხრა ნახვამდის... დავეხეტები ფიქრის ბილიკზე, ფერებს აგროვებს სულის თვალები. მე ვეყვარები ვიცი მრავალს და შენ წადი-ნუღარ შეგებრალები!
Views:
698
|
Added by:
shockunia
|
Date:
06/Jun/2007
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|