დაღამებულა უკვე... შენთან უბრალოდ უცებ გადის წამი და წუთი... შენთან მსუბუქად ვფიქრობ პეპელასავით თითქოს აყვავილებას ვუცდი... შენთვის გასულა დღე და ისევ დახატვას ვბედავ დაგიმარტოვო ჩემთვის... მინდა სიტყვების სეტყვამ ანდა ამ გულის ფეთქვამ რომელიც ფიქრებს ერთვის.. მიგახვედროს,რომ ასე ჯერ არავისთან ადრე არა ვყოფილვარ სავსე... ბედნიერება ჩემთვის ისე ციცქნაა ჩემო,რომ სხვა იმ ციცქნას ალბათ ვერც კი ჩაატანს გემოს... მე შენი ხმაც კი მყოფნის თუნდაც უბრალო სუნთქვა იქნებ ეს ადრე ვინმეს ჩემზე უკეთაც უთქვამს... უბრალოდ შენ მე მშველი შველი სიტყვას და სათქმელს თორემ აწყვეტით ასე როგორ დავწერდი ამდენს? ეხლა მინდა,რომ მიხვდე რატომ დაღამდა უცებ... და რა მოაკლდა იცი? ბრაზით გაბუტულ ტუჩებს? და რას დაეძებს მზერა, რას აყურადებს სმენა? რისთვის დაღლილა ენა? ბედნიერი ხარ შენაც?.... შენთან მსუბუქად ვფიქრობ პეპელასავით თითქოს ყვავილს წართმეულ სიტკბოს გემო დაადნა ტუჩზე... და ნუ კითხულობ ასე არ გეშინია ბიჭო.რომ შეგიყვარდე უცებ?