შენ ფიქრით დაღლილს სევდამ დაგძლია და დაჩოქილი მუხლებზე დგახარ მე ის მეგონე ვისაც ველოდი მაგრამ ჩურჩულით თქვი რომ შენ სხვა ხარ! ჩემს წინ იდექი მუხლმოდრეკილი და ჩუმად მთხოვდი შემყვარებოდი შენ რომ ის იყო ვისაც ველოდი მე ხომ ისედაც მეყვარებოდი თურმე სიყვარულს შენთვის მოჰქონდა ტანჯვა, წამება და მოლოდინი მეც ხომ მტანჯავდა სულ მასზე ფიქრი მონატრება და მოლოდინი მეც გიყურებდი გაოცებული ოცნება წამებს ლამაზად რთავდა შენ მომეფერე ჩუმად მაკოცე და ყველაფერი ამით დამთავრდა მე მახსოვს მაშინ გამომეღვიძა როცა სანთელი ჩაიწვა ჩაქრა და ყველაფერი რაც დამესიზმრა გაუჩინარდა ერთ წამში გაქრა.
|