ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ.. როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე, ნორმებზე.. მოგისმენ, მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს! გინდა დავიფიცო?- რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა, უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა, გავიყარეთ, უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე, მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია !