დავეხეტები ბედის შარაზე, უცხო ფერებით მტკივა თვალები. არ დავეცემი, თუნდაც იმიტომ რომ მერე ვიცი, შეგებრალები... გადახლეჩილა სული ტკივილით, და მარილს აბნევს ჩემივე ნდომა. მე წავალ როცა გადავიღლები, როცა წასვლის დრო თავისით მოვა. დავაჩქარე და ზურგი მაქცია, ლექსმა, სიტყვამ და მზერით ნახულმა. მე ვაგებ ისევ იმ ჩემს სამყაროს, და შენით ვურჩევ უკვე სახურავს. ნისლისფერ მთებზე ჩამოთოვს მალე, ყვითელ ფერს შეცვლის თეთრი ნაბადი. არ გეტყვი ვიცი- მშვიდობით-მეთქი, უკეთესია გითხრა ნახვამდის... დავეხეტები ფიქრის ბილიკზე, ფერებს აგროვებს სულის თვალები. მე ვეყვარები ვიცი მრავალს და შენ წადი-ნუღარ შეგებრალები!
|