აბა ვის გინდათ ბავშვის გული, ამაყი გული? წაიღეთ ძმებო, მომაშორეთ, მე ვეღარ ვუვლი... არც ძვირფასია, არც უძირო, არც ავადმყოფი... რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ჰყოფნის... ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს.... აიჯაგრება და მგელივით წამოიყვირებს.... ვერ ეგუება ქედმაღლობას, გაუცხოებას.... ვერც ნიღაბ როლებს, ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.... გული ბერდება და აქამდე ვერ შეუტყვია.... ვინ ვისი ბატონ-პატრონია, ვინ ვისი ტყვეა... ცოტა ხანს უნდა დავისვენო, სული ვიცხონო... ცოტა ხანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.............
|