მინდა შენს ხელზე ვცხოვრობდე...... - ........................ -არა, ხელზე კი არა, ხელის გულზე... - .......................... -მარჯვენა თუ მარცხენა? - .......................... -მარცხენა ხელის გულზე მინდა, გულთან ახლოს .... -........................... -შენი სიცოცხლის ხაზის მგზავრი მინდა ვიყო....დილიდან დავიწყო და ავუყვე და ჩავუყვე ხაზს დაღამებამდე....შენს ხელის გულზე ვიხეტიალო.... -........................... -საით წამიყვანს? -დასასრულამდე..... -რის დასასრულამდე? -ცხოვრების... -მერე რა იქნება? -მერე ვიქნებით მე და შენ... -სად ვიქნებით? -ერთად....სიცოცხლის ხაზის ბოლოს ...შორს...შორს..... -მერე ? -მერე ვეღარ იხეტიალებ ჩემს ხელის გულზე.... -რატომ? -ხელს ხელზე მოგკიდებ და ასე იქნება დაუსრულებლად....ოღონდ აქ არა....სადღაც შორს...... -შორს?............. -......................