...თვალებში არ მიყუროთ, როცა ვტირი... ვიღაც გულწრფელობას დაინახავს, ვიღაც ტკივილს... თვალებს დავხრი, წამწამები შეეწებება ერთმანეთს, თაფლისფერი თვალები ცრემლისფერად გადამექცევა... ვივლი ასე... ვიღაც დამცინებს - ნახეთ, უსუსურს ცრემლისფერი თვალები აქვსო... მეც ვიამაყებ ჩემი უსუსურობით... ლოდინს გავაგრძელებ. დრო გავა დროის გარეშე... მერე შემოდგომაც მოვა, ფოთლები ცრემლებით დაიხუნძლება და მოტყდება ტოტებს... მეეზოვე გრძელი ცოცხით ნაგვის ურნაში გადამიძახებს... არც შემომხედავს... ნაგვის ურნიდან ძაღლი ამომათრევს ბასრი კბილებით, შემომხედავს... შემომხედავს და თათებით მომეფერება... უგზო-უკვლოდ გადამატარებს ქარის ფრთები... მაინც აქ ავირჩევ ყოფნას... ისევ აქ, ჩემს მარტოობაში დავიდებ ბინას... თქვენც გაგახსენდებათ ჩემი ცრემლისფერი თვალები... ძირს დახრილი... ამაყი უსუსურობით.......
|