tu shegiyvardi | 11:42 AM |
მე შენი სულის ღარტაფებში ჩავიკარგები, შენი ფიქრების ნაკვალევზე გავიკლაკნები, გადაგექცევი ძველ ტკივილთა მიჩუმათებად, რომ ჩემეული სევდით მთვრალმა გასვა შარბათი თუ შემიყვარდი... დაგაცხრები მე ალქაჯი ველურ ზმანებად, შენით ხელქმნილი აღტყინებით ცეცხლის მირაჟად. ვერ გაექცევი მაგნიტურ გზებს ჩემსკენ მომავალს თავს დაგატყდები წვიმით მთვრალი გზნების გრიგალად, თუ შემიყვარდი.. ორბივით დაგიღადრი სხეულს მშვენიერს, მარჟნისფერ სითხეს და შენს სურნელს შევსვამ ბოლომდე, თუ შემიყვარდი მივითვისებ ამაყ გრძნობებს, ფიქრებს ნებიერს და სამახსოვროდ თმების ბღუჟას დავწვავ კოცონზე, წავალ ღამეში ალქაჟების შეკრებაზე, ვიცეკვებ ფერხულს, დილით, შენი სისხლით დასვრილს მოვიბან ტუჩებს. უცნობი გზირი თან წაიღებს შენს უძრავ სხეულს, და მე ალქაჟი ხმას შევუწყობ ყმუილში ტურებს.. და მეყვარები როგორც უყვარდათ მდინარეთა გიჯმაჯ ასულებს, ასულთ, რომელთაც სულელურობა დაჰყავთ წამებად. გეთაყვანები ჩემოს მსხვერპლო, ჩემო სამსხვერპლევ, პირველთ მიზეზო, ჩემი სევდის გაასმაგებავ, და მეყვარები.. ჩემი არსების დახეთქილ სულს წვიმა დაალტობს, შეშლილ ღამეში გზას ავაცდენ უამრავს კიდევ. შენი სურნელი, შენზე ფიქრი ისევ დამათრობს, სევდის სამსალად შევერწყმები მაგიურ წვიმებს და მეყვარები როგორც უყვართ მდინარეთა გიჟმაჟ ასულებს, მირაჯად ქმნილ ცაში ასულებს, სრულქმნილების ფიქრში წასულებს, ქარიშხალში წვიმით ნაპკურებს, როგორც უყვართ მდინარეთა ასულებს...
|
Category: პროზა |
Views: 967 |
Added by: shockunia
| Rating: 0.0 |
|