Home » 2007»June»9 » me davibade fotolcvenis yvitel mirajshi
me davibade fotolcvenis yvitel mirajshi
12:01 PM
მე დავიბადე ფოთოლცვენის ყვითელ მირაჟში, როს ცივი ქარი თარეშობდა დუმილის მთებში. მე დავიბადე უკვე ყოფნით დაღლილი ბავშვი და მთელი ქვეყნის სატკივარი ჩასახლდა ჩემში. ცოტა ვიცხოვრე,მაგრამ წლებმა მასწავლეს ბევრი, ცოტა სიყვარულს დავჯერდი და სიძულვილს ვუმტრე, მერე გავიგე,დამცინოდა მრევლიც და ბერიც, ტაკიმასხარის ნიჭი რადგან არ მქონდა თურმე. გარდავიცვალე,მე შევცვალე ყოფნა-არ ყოფნით, ოქტომბრის ქარმა მიმასვენა გამხმარ ჩინართან. მოვიდა ვიღაც შორეული,მაგრამ ნაცნობი, თაფლის სანთელი ამინთო და გაუჩინარდა.