თვალებში უნდა ჩაგეხატო, დამაცადე, ნუ ახამხამებ.... ახალგაღვიძებული, თვალს რომ გაახელ მე დამინახავ... დახუჭავ და იქაც მე ვიქნები...ცხადიც ვიქნები და სიზმარიც შენი.... ბრმა მინდა იყო ჩემით და......არა, ყრუ არა... -რას აღარ მოიფიქრებო და......რა მოფიქრება უნდოდა, სულ ამაზე არ ვოცნებობდი?
დეკის კაბის ბოლოს გამოგიწვდიდი და შენ ხელს ჩაავლებდი, სადაც წავიდოდი გამომყვებოდი....გატარებდი ასე აღმა-დაღმა...ნება-ნება.... ნეტა სად გატარებდი? ქალაქში? არ მიყვარს მტვერში ხეტიალი... ალბათ სოფელში, სოფლის ქალები კარგად იწყევებიან...ჰოდა ქოქოლას მომაყრიდნენ, რომ ჩავუვლიდით ორღობეში ჭორაობით გულწასულებს: -ვისი ხარ გოგო? ან ეს საწყალი ბიჭი საით მიგყავსო? -სადაც გამიხარდება, ნება-ნება დავატარებ ...და კიდევ , ამაყად ვუპასუხებდი, მე რომ დაგაბრმავე.... მერე.....-უი, ეს რა გიქნია , შენი ქალობა კი დაიწვასო.... დაიწვას ჰაა... მაგრამ რომ ვერ დაგაბრმავე? თვალებში უნა ჩაგეხატო.....დამაცადე, ნუ ახამხამებ.....