ყურძენს ასკდება ტანზე მარცვლები, მერე რთველია... მერე ოქტომბერს ვაღვინებ ქვევრში... მერე მღერიან... ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი განა სიმთვრალე, დღეს მუზას უნდა ავუხირდე და გავტიალდე... შენ კი დაღლამდე, სიგიჟემდე გიწერო ლექსი, ერთი კი არა, ორი...სამი...ან უფრო მეტი... მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები... მერე რთველია... ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში... სადღაც მღერიან....
/ნინი ქადაგიძე/
|