ცა დაიფარა რუხი ლაქებით, - წვიმა წამოსვლად უკვე მზად იყო და ალბათ ბევრი ჰქონდა სათქმელი, საღამომდე რომ ვეღარ გადიღო.
დაიწყო... ჰგავდა ჟრუანტელს ბავშვის, გეგონებოდათ ჩვილი დადისო. მერე თანდათან უფრო გახშირდა, მჭევრმეტყველების ცეცხლით აივსო, - ბევრი იბორგა, ბევრი იდავა, ღრუბლებს მუშტივით თავში იცემდა...
მერე წავიდა სადღაც, მთის გაღმა, იქაც - მაისის დასამტკიცებლად!
|