მუსიკა მშვიდი ვწერდი და ვშლიდი სევდისფერ დარდებს და სადღაც ვარდებს კოცნიდა ნამი ორი და სამი დუმილი გამის, პაუზის,ნოტის სიმშვიდე მოდის საიდან? როდის? არ იცის კაცმა წვეთების აცმა ღრუბლების ტბიდან ცრემლების ნაცვლად ეცემა მიწას ამ წამს თუ იმ წამს ვიღაცა იცავს სულს სითბო აშლილს ნისლში და ნამში, გულში და თვალში, წუთში და წამში ნურასდროს წამშლი წამოდი ეხლა წავიდეთ სახლში!
/biako/
|