|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 0:01 AM | |
|
|
Home » 2008 » May » 15
გათოვდა, ჩემს მარტში გათოვდა, ამივსო სული და თვალები, სავსეა ქუჩები მარტით და მარტივით ლამაზი ქალებით. თოვს და თოვას, აავსო თბილისი, ნეტავ, თუ გამოიამინდებს, ვიცი, მეც მარტს ვგავარ შარიანს, რა მინდა, კაცი ვერ გამიგებს... მარტის ამინდივით ვიცვლები, ნიღაბზე კვლავ ნიღაბს ვიკეთებ, ძლივს მიძლებ, ძლივს მიძლებ და მაინც სხვისთვის ფიქრადაც ვერ მიმეტებ... თოვს, მარტი ან როგორ გაივლის, ჩვეულად არ გამოურიოს, ჩემშიც ხომ ის ქალი გაგიჟებს, ფიქრს რომ არ გაკლებს და კურიოზს... თოვს და თოვს, ტაროსი გაგიჟდა, დაგვწამლა მზისაგან მთვრალები, მე ვიცი, რად გიყვარს მარტი და მარტივით "შეშლილი" ქალები...
/სანათა/
Views:
1897
|
Added by:
shockunia
|
Date:
15/May/2008
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|