xareba dgea | 7:05 AM |
ხარება დღეა... ღამეა დაღლა... მშლის უშენობა-ბნელი და ხელი, ნეტავ, თუ გახსოვს, ძვირფასო ახლა ჩემი-შენს მკლავზე დამხრჩვალი-ყელი?
ფარნის მკრთალ ზოლზე როკავს სიგიჟე, ვნების ტარანტულს გასვლია გესლი, ხარება დღეა... მე თავს ვიგიჟებ, რომ გამოგიტყდე- -მიყვარხარ, გესმის?!
/ნუციკო დეკანოზიშვილი/
|
Views: 736 |
Added by: shockunia
| Rating: 0.0 |
|