გინდა? - არასოდეს დამეკარგო, თუნდაც სულ არაფერს დამპირდე... გინდა? - ორივენი ავიბარგოთ - თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ? . ასე შორი არი ღმერთი რახან, გზები ვიახლოვოთ შორივე, სხვებმა წერტილებად დაგვინახონ ოღონდ მარტო არა... ორივე... . გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი გულში თამაშ-თამაშ მიხუტე, მარტში აპრილს სითბო გამოართვი და შენს მაისებად მიხატე. . უფალს მიწა რისთვის შეუქმნია იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე... ხელი აღარავის დავუქნიოთ აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ... . ვიდრე ატომებად დავიშლებით, გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს შენი ოთახი და ბალიშები ჩემი ღიმილებით მოგირთო? . ჰოდა, არასოდეს დამეკარგო, სითბო ვატრიალოთ მორევად... ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ, მარტო აღარ ვიყოთ... ორივე.