shen chemi qronikuli siyvaruli | 7:30 AM |
შენ ჩემი ქრონიკული სიყვარული მე შენი ქრონიკული მონატრება, სახადი რომელიც ჩემია და რომელიც არასოდეს მომეხდება.
შენ- ჩემი სისუსტე და სიძლიერე, მე-შენი შიში და შეშფოთება. "თქვენ ალბათ თავადის ქალობა გსურთ დაბრძანდით ,გარეთ ეტლი გველოდება"
დღეები მიდიან და გვშორდებიან ბადე სადღაც გდია დასაკემსი, მე_ რა გჭირს ხო არ დამეღალე? და ცივი პასუხი "არაფერი".
"იქნებ სიზმარია ყველაფერი.?" იყუჩე ნუ ცდილობ გაიღვიძო ცხოვრების მტანჯველ სისატიკეს ნუ ცდილობ თვალებში გაეხირო.
და თავადს უმიწოს და უმოსახლოს მომდევს წუთიერი შეშფოთება- ვაითუ თავადის ქალს მოჰბეზრდეს და წავიდეს- გარეთ ეტლი ელოდება.
/გიო ანდრონიკაშვილი/
|
Views: 824 |
Added by: shockunia
| Rating: 0.0 |
|