სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, სანამ ზაფხული იმეფებს ჩემში, სანამ ვისრუტავ ახალ სამყაროს და ძიებაში გავირინდები... სანამ იფეთქებს მარტის კვირტები, სანამ სურნელი მეცემა იის, სანამ მიპოვის ვიღაც უღმერთო დამაკარგვინებს რწმენას ლოცვების... სანამ ჯერ კიდევ შემრჩა ღიმილი, სანამ ვისწავლი უშენოდ ყოფნას, სანამ მჭირდები, თუნდაც წამობით და გული არ წყვეტს რიტმებად ბრძოლას... სანამ ფიქრები გაყვება ნიავს, სანამ შევწყვიტავ ფერად ოცნებებს, სანამ სიზმრებში დაგტოვებ კენტად და არასოდეს არ დავბრუნდები... სანამ ჩამოკრავს უცხო ზარები, სანამ აპრილი გაიდგამს ფესვებს, სანამ გაზაფხულს დავუმეგობრდი, მოდი ...უჩუმრად მოყევი რითმებს...