სისულელეა დროსთან ჭიდილი. ვგრძნობ ამ წამებსაც მიწაზე დაყრის... მინდიხარ ისე, როგორც სიკვდილი აუტანელი ტკივილით დაღლილს.
ღამე დღეებით ოთახს ამუქებს... ახლა ვშიშვლდები და შენზე ვწვები... გთხოვ მხოლოდ ერთი წამი მაჩუქე, რომ უშენობას მოვპარო წლები.
/ნიკა ჩერქეზიშვილი/
|