მიყვარს სიტყვა -ვნება სხვა სიტყვებზე მეტად. ვარ აზრ-პირო-ვნება ნების და თა-ვნება გემო-ვნება ხელზე მეხატება მე რად? როცა ერო-ვნებაც მდის სიამო-ვნებად. ჟღერ-ფერ-ადო-ვნებად მკლავს ჰაერო-ვნება, რატომ მწირავს ასე ჩემი ხელო-ვნება?.. დადე ცაზე ეგ მზე მტევნებს რომ ადნება, სანამ ლუციფერი მე დამედე-ვნება. მიყვარს შენზე თვალის ცით გამოდე-ვნება არ მვნებს არაფერი ჩემი ნების გარდა...