-გაწვიმდა. -არაფერია. -გვაწვიმდეს მაინც -დავსველდებით. -მერე რა?! -მერე შეგვცივდება. -მერე ჩენს ოთახში შევცვივდებით. -მერე? -შენს მკლავებში მიყვარს ხოლმე. -ძილი? -ძილი არა, გაღვიძება. -მერე? -მერე, შენ რომ სუნთქვა იცი. -მერე? -მე რომ სუნთქვა მომინდება. -მერე? -მერე შენ რომ შემისუნთქავ. -მერე? -მე რომ აღარ შეგეშვები. -მერე? -მე ვარ ხოლმე შენი სუნთქვა. -მერე? -მერე თავი დამანებე! -მერე? -მირეკავენ, ერთი წუთით.