
| კალენდარი |
| « April 2011 » |
| Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| | | | | | 1 | 2 | | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
|
 |


 |
 | Welcome Guest | RSS
Tuesday, 12/May/2026, 3:48 AM |  |
|
 |
Home » 2011 » April » 19
|
გამაშიშვლე! დავიღალე თამაშით... გამაშიშვლე!- ჩამომხსენი ნიღბები... ნუ რწმუნდები ჩემს უძლეველ ძალაში, მეც შენსავით განვიცდი და ვიღლები...
ნუ ირწმუნებ ჩემს უდარდელ ლაპარაკს, ტრაგიკოსი კომიკოსის როლში ვარ... მონატრებამ დარდი შემომაპარა , შენთან ყოფნა მომწყურდა და მომშივდა...
გამაშიშვლე! ჩამომხსენი ნიღაბი, შენს თვალში რომ გულცივ ქალად მაქცია... გამაშიშვლე !... დავიღალე სიყალბით- უდარდელი სხეული რომ მაცვია!...
მირანდა გოდერძიშვილი
Views:
711
|
Added by:
shockunia
|
Date:
19/Apr/2011
|
|
ისე წმინდა ხარ, ისე დიადი,- ვერ გამოგხატავს კაცის გონება. მოვედი შენთან, რომ შენს თვალებში მეხილა ქვეყნის გაცისკროვნება...
თვითონ სამყაროც,- შენ რომ გადარებ,- უფერულდება, ჰკარგავს თავის ხიბლს, ღიმილის რკალი შემომატარე, ან მაგ თვალების შუქი დამისხი...
ვერ შევლევივარ იმ გაზაფხულებს, შენს თვალებში რომ მწვანედ იშლება, თუკი დაგკარგავ,- ჩემი არსება აირევა და მთლად შეიშლება!...
თუკი დაგკარგავ, ჩემი ცხოვრება დაკარგავს თავის რიტმს და კალაპოტს, თუკი დაგკარგავ, დავკარგავ თავსაც, გავხდები ქვეყნის სალაპარაკო...
თუკი დაგკარგავ,- ჩაენაცვლება ჩემი ცხოვრების ნიავს ქარები... თუკი დაგკარგავ,- ვეღარ დავტკბები მე ამ სამყაროს სიანკარეთი....
............................ მერე თუ სულში მოვარდება შენი მონატრების ქარიშხლები,- მაგ მწველი მზერით დაფერფლილი შენს წინ ფიანდაზად გავიშლები!....
მირანდა გოდერძიშვილი
Views:
712
|
Added by:
shockunia
|
Date:
19/Apr/2011
|
| |
|
|
| Site Menu |
|
|
 |
| Blog categories |
|
 |
| Our Poll |
|
 |
| Site friends |
|
 |
|