
| კალენდარი |
| « October 2011 » |
| Su |
Mo |
Tu |
We |
Th |
Fr |
Sa |
| | | | | | | 1 | | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | | 30 | 31 | |
|
 |


 |
 | Welcome Guest | RSS
Tuesday, 12/May/2026, 3:47 AM |  |
|
 |
Home » 2011 » October » 25
|
წლებმა საათივით ჩაიარა, წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა, გრძნობის ყველა წამი დედა. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა, გულში კლდედქცეული სევდა, მთელი დღეები და ღამეები, მუდამ მეყვარები დედა. შენთან მოვედი და შემოფარე, აღარ დაშორდები მეტხანს, ოქრო მუჭა-მუჭა დავარიგე, შენთვის აღარ დამრჩა დედა. ყველა მეგობარი დამეფანტა, ქარიც აღარ ჩადგა ბედად. სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე, ვისღა მივაკითხო დედა?! ვიცი ვინც კი დედას გადაუდგა, იქცა ფრთამოტეხილ გედად, ან მარადისობა რომ არ არსებობდა, რატომ არ მითხარი დედა! ფიქრთა ღრუბელია მარტოობა ,ფიქრმა დამიბნელა მზე და... რატომ არ მასწავლე სიძულვილი - მღუპავს სიყვარული დ ე დ ა.
Views:
705
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2011
|
|
|
ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს, შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს დავლევ, ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა. ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა, მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში, წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში. მზერაში გაჩრილი ცრემლების მდინარე მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა, ბორგავენ რითმები სულში მდინარე, ცხოვრების დრამა დასასრულს მიადგა.
Views:
788
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2011
|
|
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ მე შენ დღეს თეთრად შეგღებავ მერე ტალახიანი ფეხების გულებით რომ გადაგიარო მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ მე შენ დღეს შავად შეგღებავ მერე თეთრად რო ვითოვო შენზე მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ შენ რომ ის საღამო გამიფერადე...ზამთრის საღამო... მინდვრის ყვავილებით და მზის სუნით რომ შემოაბიჯე ჩემში მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ!!!!!! მე დღეს გამჭვირვალეს გაგხდი შენში რომ გავიარო და გამოვიარო მოდი დღეს ერთმანეთი ფერებად დავშალოთ მოდი დღეს ერთმანეთის ფერებით დავიღალოთ მე შენ დღეს დიდხანს გიყურებ და...სიყვარულს თუ ფერი აქვს, იმ ფრად შეგღებავ მოდი დღეს ერთმანეთის ფერებით დავიღალოთ მე შენ დღეს არ შეგღებავ ისეთს დაგტოვებ როგორიც ხარ.... და ვიცხოვრებთ ერთმანეთის ფერებით შენ ჩემი ფერებით...მე შენით...
Views:
2077
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2011
|
| |
|
|
| Site Menu |
|
|
 |
| Blog categories |
|
 |
| Our Poll |
|
 |
| Site friends |
|
 |
|