გაგაბეზრე, ალბათ, თავი ამ უაზრო ლექსებით, მაგრამ ვაი შენი ბრალი, მე რომ ჩამოგეხსნები. წვიმასავით გადავივლი ჩამოსიცხულ ქარაფებს, არ დატოვებს ჩემი ჩრდილი ფერფლის გარდა არაფერს. არც ქარივით მოვბრუნდები, ნისლი ავატრიალო, მერე რა, რომ მომწყურდები, კლდეებს გავლოკ მტვრიანებს. ო,რა ძლიერ დავიღალე, ო,რა ბევრი ვიარე, აღარ გიხმობ,არ გიბღავი, ფოთოლივით ვშრიალებ, ვერ ვიყავი ქარიშხალი, ზღვა ვერ გავახმიანე, ვერც ვარსკვლავი ჩამოვკრიფე, მხრებზე ჩამოგაყარე. ვერ ჩამოვხსენ მთვარე იფნებს, თავი შემოგაყვარე. ფიანდაზად ვერ გაგიგე ყვავილების ხალიჩა, უხმაუროდ მივდევ ბინდებს, დასასრული არ მიჩანს.