კალენდარი |
« January 2012 » | Su | Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
|
| Welcome Guest | RSS
Thursday, 30/Jan/2025, 8:43 PM | |
|
|
Home » 2012 » January » 13
წინდები დამახვედრე თბილი (ბებიაჩემის ხსოვნას) მოვდივარ, დამახვედრე კეცის მჭადი, მტვერს ნუ გადაწმინდავ ბიბლიოთეკიდან სამეზობლოს ნუ შემიყრი,- შენი ამბავი ხომ ვიცი ვიცი, რომ არაფერი არ შეგცვლიდა. მოვდივარ, დამახვედრე ქვიჭიჭა მსხალი, სიწითლეში შესული პამიდორი, რწყავებშემოკრული მარანი სარებზე მოხვეული ვაზი . ყოველწელს გადადებული ჩურჩხელა, ყოველწელს მოგროვილი თხილი, ჭყინტად ვერშენახული სიმინდი, წინდები, დამახვედრე, თბილი.... მოვდივარ, გულს რა შეძლებია ჩქარი ფეთქვა, მოვდივარ, მონატრებისგან მთვრალი, თუ გინდა ნურაფერს დამახვედრებ ოღონდაც ჭიშკართან დამხვდი....
/nino kutaladze/
Views:
748
|
Added by:
shockunia
|
Date:
13/Jan/2012
|
|
გაგაბეზრე, ალბათ, თავი ამ უაზრო ლექსებით, მაგრამ ვაი შენი ბრალი, მე რომ ჩამოგეხსნები. წვიმასავით გადავივლი ჩამოსიცხულ ქარაფებს, არ დატოვებს ჩემი ჩრდილი ფერფლის გარდა არაფერს. არც ქარივით მოვბრუნდები, ნისლი ავატრიალო, მერე რა, რომ მომწყურდები, კლდეებს გავლოკ მტვრიანებს. ო,რა ძლიერ დავიღალე, ო,რა ბევრი ვიარე, აღარ გიხმობ,არ გიბღავი, ფოთოლივით ვშრიალებ, ვერ ვიყავი ქარიშხალი, ზღვა ვერ გავახმიანე, ვერც ვარსკვლავი ჩამოვკრიფე, მხრებზე ჩამოგაყარე. ვერ ჩამოვხსენ მთვარე იფნებს, თავი შემოგაყვარე. ფიანდაზად ვერ გაგიგე ყვავილების ხალიჩა, უხმაუროდ მივდევ ბინდებს, დასასრული არ მიჩანს. ტარიელ ხარხელაური
Views:
714
|
Added by:
shockunia
|
Date:
13/Jan/2012
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|