Login form

Calendar
«  June 2008  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Saturday, 27/Apr/2024, 4:33 PM
Home » 2008 » June » 17 » araferze fiqri momenatra shentan
araferze fiqri momenatra shentan
არაფერზე ფიქრი,მომენატრა შენთან 
არაფერი ისე არ მსურს ახლა 
შენთან ერთად ოფნის გარდა და 
სულს ისევ ადგეს მინდა 
სურვილების ჩერო 
შენთან მინდა ვიყო 
ერთადერთო ჩემო! 
არაფერზე დარდი მივიჩვიო ოდნავ 
მქონდეს ეზო 
ღობე, 
ორღობე 
და 
ოდა 
ჰო,და კიდევ შენი ნაბიჯები,დათვლით, 
ბოსტნის ბოლოს სკები, 
შენი თვალის ფერა გემრიელი თაფლით 
დილით,შენი ხათრით 
მივირთმევდე ფაფას, 
ვეყრდნობოდე მერე 
იდავებით რაფას აივნის ან ფანჯრის 
ვიყნოსავდე სურნელს 
გამომშრალი ნამჯის 
მე უფლება არ მაქვს ამ ცხოვრების განსჯის 
მერე გაბრაზდება,უფრო მეტად დამსჯის 
ვუთვალთვალებ ნაბიჯს, 
აღმართს, 
დაღმართს, 
ფერდობს 
და უბრალოდ მინდა 
შენს მკერდზე,რომ მედოს საფიქრელი 
დარდი, 
ოცნება და 
ღიმი 
მერე ვირბენ,ვივლი,ჩავიმუხლებ,წავალ 
და გზას უფრო ლაღად, 
უფრო მშვიდად გავალ... 
ედებოდეს მტვერი 
ნახატს, 
ნოტებს, 
წიგნსაც, 
ყველაფერი ერქვას 
არაფერზე ფიქრსაც!


/biako/

Views: 715 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz