
| კალენდარი |
| « June 2013 » | | Su | Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | | | | | | | | 1 | | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | | 30 |
|
|
 |


 |
 | Welcome Guest | RSS
Monday, 17/Jun/2013, 11:47 PM |  |
|
 |
თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს, ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა, ნუ გეშინია, არ წავალ არსად, ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს. შენ ჩემს სუყველა იარას შველი, არა ტკივილი არ გეურჩება და ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელით თვითონ სიცოცხლე მებღაუჭება. ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსად შევყურებ რწმენით, განა-იჭვითა... ნუ გეშინია, არ წავალ არსად, ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.
|
დედის სათხოვარი (...შვილებს) ვიდრე წავალ, შემაგებე შენთან დილას, დედის ხელი ნამძინარებ თვალებს დაგბანს, დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს, ღამით, ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს. ვიდრე წავალ, გასაუზმებ, მოგხვევ ხელებს, გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ, ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე, თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ. ვიდრე წავალ,იავნანით დაგაძინებ და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს, ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ, ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს. ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ, თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს, ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ, ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს. ვიდრე წავალ, დედის ლოცვით გაგითენებ, სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის, თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმრთელებ, თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის. არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს, ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა, უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა. როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ, ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე, ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ, ამიყვანე და უცრემოდ გამაცილე. ვიდრე წავალ, ვიდრე მიხმობს მადლიანი, როცა ვიცი მონატრება გამამწარებს, ვიდრე გხედავ, არ მამყოფო დარდიანი, თორემ მერე სინანული გაგაწვალებს. /ნანა მეფარიშვილი /
|
დახუჭე თვალები, ბინდისფერს გაენდე მიყვარხარ დამენდე... მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით გიცდი და დაგიცდი, თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან... სულ შენ და სულ შენთან... დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და სათქმელი გამება, ახვეულ თვალებთან შენს სუნთქვას ვინახავ... მიყვარხარ!!!
|
ქალია...!!! ქალიაო...და ბრიყვია,თქვენ ასე ფიქრობთ კაცები, ქალიაო...და თუ წავა,სხვაზე გადაგაქვთ დარდები, ქალიაო...და ვინ იცის,რამდენჯერააქვს ნაგემი წახვალთ სხვა ვინმეს მოძებნით,თუ დაგიწუნეს ვარდები. ქალიაო...და რა მოხდა,ერთხელ თუ კოცნით გავძღები, მერე მკერდს მაგრად მოგიჩქმეტ,ღაწვზე თოვლივით დავდნები, ღამეს,სიზმარად გადიქცევ,აი ცოლობას ვერ დაგპირდები... თუ წახვალ თვალებს მოვიფშვნეტ და მერე მეც ავტირდები. მერე ქილიკით დაიწყებ,არ მომეწონა წავედი ქალიაო...და რა მოხდა,მხოლოდ ეგა გაქვთ სათქმელი ახლა სხვა ვინმეს მოძებნით,რომ გაიქარვოთ დარდები ღამეს პირობით დაიწყებთ,დილით კი სადღაც გაქრებით. ქალი ვარდივით ნაზია,მე მებრალებით კაცები ეკალი ერთხელ თუ გაგკრავთ სამუდამოდ ბრმად დარჩებით, მერე დაგიდგათ დარდები,და ერთ ადგილას ის ვარდებიც, ქალის გარეშე ვინა ხართ?როცა თქვენს თავთან დარჩებით. როცა ცხოვრებას გახედავ,უკან დატოვე სათქმელი, იმ ქალში,ქალი ეძიე სიცოცხლის წმინდა ნათელი, იმ ქალში,დედა ეძიე,ცხოვრების სუფთა სანთელი, მერე მიხვდები,ვინცა ხარ,როცა უმისოდ დარჩები. ქალი ვარ,ვარდი არა ვარ,მაგრამ მეც მალე დავჭკნები, იმ სურნელს მაინც დავტოვებ,რომლითაც თქვენ გაბრუვდებით ქალი სიცოცხლის წამია,თქვენ ამ წამებით დატკბებით ჩვენ წავალთ,უკან კვლავ მოვალთ,ვარდებად დაგიბრუნდებით!
|
მინდა გულში ჩაგილექო, ფსკერზე,სულ ღრმად ჩაგიტოვო, მინდა სული დაგიმშვიდო, ღიმილები დაგათოვო.
მინდა ისე აგამღერო, რომ ჰანგები ცას სწვდებოდეს, ისე მინდა გაგაღმერთო... და,შენს სიზმრებს ვდარაჯობდე.
ისიც მინდა,მხოლოდ ჩემით, მხოლოდ ჩემით დარდს ებრძოდე, მიყურებდე გახელებით, და ამ წყურვილს ვერ სწყდებოდე.
მერე მინდა გზას გაუყვეთ, ბილიკები გადავთელოთ, და,გზადაგზა დაკრეფილი, გვირილები ავამღეროთ.
გიყურებდე,ვერ ვძღებოდე, შენი სუნთქვის ცეცხლი მწვავდეს, ისიც მინდა ჩემო ერთო, საოცნებო ჩემს პრინცს ჰგავდე.
ყველაფერი მინდა,რასაც, მხოლოდ შენი,შენი ჰქვია, ამ სიყვარულს და ამ ლტოლვას, ხვადი ლომის ჟინი მიაქვს...
ალისა ელიაშვილი
|
ჩემს ქუჩაზეც ჩამოივლის გაზაფული? რაღაც არ მწამს, სულ ტყუილი ფიქრებია... გაზაფხულის წვიმა მაინც მოვიდეოდეს რაც აქამდე ოცნებებში მიძებნია. დამიზამთრდა...თანაც თითქოს სამუდამოდ
ეს თვალებიც უსიცოცხლოდ მიკვდებიან, რაღაც ისე გამიგრძელდა უმზეობა... არადა რა... მზის სხვივები მიკრეფია. ჰო, არ გჯერათ? მიკრეფია მაგრამ სხვისთვის ნუ გგონიათ ცარიელი სიტყვებია... ვარსკვლავებიც მომიწყვიტავს ციდან მისთვის და ვუქმნიდი გაზაფულის იმპერიას. დღეს მე ვნატრობ ამ გაზაფულს, ჩემს ქუჩაზე რადგან უკვე სხვის ბილიკებს მიეჩვია, მაგრამ იცით? უსუფთაოდ დამთბარ ქუჩებს ჩემს ქუჩაზე... ზამთრის სუსხი მირჩევნია.
|
თვალებიდან, გულის გავლით.. ცამდე…
ფიქრში ხატვის მონატრების ცდამდე, შეხვედრიდან შეხვედრამდე თვლამდე, გაბედულად სიყვარულის თქმამდე…. თვალმა გულის სიხარულით იცის, სიძლიერე დადებული ფიცის, ნატვრა ფიქრებს ბედნიერად აქცევს, აი ეხლაც.. ზეცა წვიმას აქცევს. თვალებია სიკაშკაშის ფერის, როცა გული მელოდიას მღერის, როცა გრძნობას ეტოლება ნება, და სიყვარულს როცა იცავს მცნება… როცა ცაზე ანათებენ მთვარეს, და ჰგუობენ, მარეს… როგორც არეს… მესაკუთრე იგრძნობს გრძნობის აბებს, სილამაზის როცა ქმნიან ამბებს… თვალებიდან გულის გავლით ცამდე…. სიყვარულის არ დათმობის თვლამდე, მჯერა, მჯერა, მე ვიჯერებ ამდენს.. თვალებიდან გულის გავლით ცამდე…
|
ნერვები, მოცახცახე სადენები! მზერა-ამღვრეული თვალებია! მოდი ემოციას დავაოკებ, ხმაში მობორძიკე გამებია! მოდი გულში თბილად ჩაგეხუტო! იქნებ და… შესძლო მოახლება გრძნობას, უგრძნობლობა დავამონო, საწმყსოს ურჩი ცხვარი ებარება!
მე ვერ ჩავეტევი ჩარჩოებში, და ვერ დავლაგდები დოგმატებად. იქნებ ქარს სიშლეგედ გავაყოლო, ვნებად დაგროვილი მონატრება!! ნერვები, მოცახცახე სადენები! მზერა, შეშლილის თვალებია! მაინც…. სხვა დროს ასე ჟინიანად. სიცოცხლე არასოდეს მყვარებია!
|
არაფერი გამოდგება სიყვარულის წამალად კაცმა ჭირი რომ დამალოს ჭირი თავს არ დამალავს. სიყვარულსო. . ვითა ცხენსო. . .
როგორ ბრძანებთ ბატონო? არ დამალა სიყვარულმა თავი ეს უპატრონო. ზღვას დამალავ, მთას დამალავ, ვარსკვლავების ამალას, რას იტყვი რო ვერ დამალო რასაც გინდა დამალავ. ისეთები დაუმალავთ ცხენი რა სათქმელია მაგრამ თუკი მართლა გიყვარს წარ-მო-უდგ-ენ-ელ-ია. . . სიყვარული რომ დამალო ბატონია-მონა ხარ, აგატირებს, აგამღერებს და გასაფრენს მონახავს. ვერ დამალავ გეუბნები ბატონია მსახურებ გულიდან რომ კარს გამოხსნის ლექსში გაიჯახუნებს. იმის მადლი არ გაგიწყრეთ, არ მოტყუვდეთ არავინ არ დამალოთ მაგ მშვენიერს რა სჭირს დასამალავი. ნუ შეაბავთ ფრთაზე ლოდებს, ნუ ჩაუყრით სამანებს. თქვენ თუ დამმალავები ხართ უგულობა დამალეთ.
|
ქალაქში
დადის ბიჭი სულელი,
გაბრუებული შენი სურნელით.
უყვარს სიცოცხლე,
უყვარს
ფერები
და ვეღარ გაძღა შენი ფერებით!
გულით მზე დააქვს,
თვალებით _სითბო
და
შენგან მხოლოდ სიყვარულს ითხოვს!
|
|
|
| საიტის მენიუ |
|
|
 |
| კატეგორიები |
|
 |
| შეფასება |
|
 |
| მეგობრები |
|
 |
|