ჩემი გაზაფხული მუხლებდაკაწრული შენი ქუჩის თავში დამდგარა, მონატრებიხარ და მერე როგორ, მონატრებიხარ და რაგვარად. შენ კი მეზობელი ქუჩით ჩაგივლია, ვერაგზე ვერაგი პირველი აპრილია, მერე მოქუფრულა სულ მთლად მოღუშულა ნისლი დაუხურავს საბნად, წვიმებად მომსკდარა ჩემი გაზაფხული, შენ - მზე პირს იბანსო, იტყოდი ალბათ...