Login form

Calendar
«  July 2012  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Sunday, 28/Apr/2024, 10:33 AM
Home » 2012 » July » 25 » ros imzeurebs... (monatrebuli gestumrebi vardobis Tveshi)
ros imzeurebs... (monatrebuli gestumrebi vardobis Tveshi)
როს იმზეურებს, დამშვიდდება წვიმა და თქეში,

მონატრებული გესტუმრები ვარდობისთვეში...


ეს მოლოდინი, ქართლის მზეო, ალბათ, დამახრჩობს,


მოვალ, მოგართმევ სურნელოვან ველურ ყაყაჩოს...


პირჯვარს დავიწერ, სადაც მტკვარი უხვევს არმაზთან,


შემეფეთება სამთავისი ლამისყანასთან,

გზად შემხვდებიან ქსნის ციხე და ხენი მაღლები,

ვაშლის ბაღები და ქართლელნი - ბრგენი, ლაღები! -

და ავმაღლდები, სად შესწვდები ღრუბლებს ხელით და,

სადაც ნიავქარს მოაქვს მწუხრი ცხრაძმისხევიდან,

სად სახლობს ხარი, გამოზრდილი ლიხნთან, ილორთან, -

სად ლოცვა-მადლი ეფინება ლარგვისს, იკორთას, -

იქ, სადაც ფრენა ეამებათ მამაც არწივებს,

მივეახლები მალემსრბოლის წმინდა ნაწილებს,

და თუ წამლეკავს უსამანო გულის ჯავრი და

დავზვერავ სივრცეს მედიდურად გორისჯვარიდან, -

ვიცი, ღირსებას შემილახავს მღვრიე ლიახვი,

შემაბარბაცებს სურნელება ცრემლის ნიაღვრის! -

რადგან ირყევა საძირკველი მტკიცედ ნაშენი,

რადგან მწუხარებს აჩაბეთი, თამარაშენი,

რადგან გვიწუნებს ჭია-მატლი ძალას, მხნეობას,

რადგან თევდორე აღარ თელავს თეძმის ხეობას,

რადგანაც ტაძარს - ყველაწმინდის - სისხლი ატყვია,

რადგანაც ლომო, ვერ იშუშებ ზურგში ნატყვიარს!..

რადგანაც ცოდვილთ, შემოგვიწყრა - ალი, ალერტი,

რადგანაც ავსულთ მივუზომეთ მაღრანდვალეთი!..

რადგან უღმერთოდ დაწყვეტილი შენ გაქვს ძარღვები,

რადგან სხეულზე დაგსევიან ურცხვად ძაღლები!..

რადგან დუნდები უბრძოლველად, რადგან ტყუვდები! -

კვლავ დავბრუნდები! - სამეგობროდ სპათა მცირეთა,

ქანცგაწყვეტილი შევისვენებ გორის ციხესთან

და როგორც ვერძი მეომარი - მეტოქი ქართა,

თავაწყვეტილი დავეცემი ცხინვალის კართან!..

რა სიმშვიდეა!.. ხმა არ ისმის ქვათახევიდან,

ალბათ, წაშავდა თემურ ლენგი ფეხის თრევით და...

მაგრამ თუ სადმე, ჯავის მთებში გველი იწივლებს,

ვუწყი, არ სძინავთ კოჭლი მკვლელის ველურ წიწილებს,

და ვით ოდესღაც, განმაცვიფრებს ქართვლის იერი,

მრავლისამტანი, ღვთივსათნო და ღვთივმშვენიერი.

ჩადგება ქარი... იმზეურებს, შეწყდება თქეში,

მოგეახლები უეჭველად ვარდობისთვეში...

ეს სიყვარული, ქართლის მზეო, ალბათ დამახრჩობს,

მოვალ, დაგაბნევ ჭრილობაზე ველურ ყაყაჩოს...

გამაოცებენ მონასტრების თლილი თაღები,

ვაშლის ბაღები და ქართლელნი - ბრგენი, ლაღები,

ლურჯი ხევები - უსაშველოდ ლილისფერები,

მოვალ, ძვირფასო, ვარდობისას მოგეფერები.
Views: 672 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz