sait? iqit? | 4:18 AM |
საით?...იქით... მეც წამოვალ დამიცადე, შენთან ერთად წლები მხრებზე ვიტვირთე გასულელდი? ეს რა მზერა დამაფარე, შეგიყვარდი თუ გრძნობები იშვილე.
ცხრა მთას იქით წამოგყვები დამიცადე ერთი წუთით,აქ ჩემი ცა აგდია ზედ გადასძვრა ოქროსფერი აბრეშუმი მიწაც სხივის შამფურებზე დასწვია
საით?იქით წამო ერთად გავსულელდეთ არნახულით გავაკვირვოთ ნანახი დედამიწა სულ ერთ დროში გავაშიშვლოთ და მომავალით შემოვიცვათ ახალი.
|
Views: 638 |
Added by: shockunia
| Rating: 0.0 |
|