საქართველოს ქალთა მზეო, მტრედი გიზის კალთაზეო... ხოხბის ფრთები ირხევიან, შავ წამწამთა ხამხამზეო... გაგიშლია გული ბრძენი, თვალმზიანო,საზრიანო, რარიგ მინდა შენი მწველი, მუზის მირონს მაზიარო. და მეც გული მეგობრული შენზე ფიქრში შევაჯერო, და მარიამ ღვთისმშობელის ხატთან მზერა შევაჩერო... ელვარებდეს სხივი მთებში მაგ თვალების კაშკაშზეო, ნუმც მოგაკლოს მწველი ეშხი, საქართველოს ქალთა მზეო