ყველასთან უცხოს, ურჩს და ფეთიანს. ამ ქალის ღიმილი მე ქუხილს მაგონებს, სახეზე ჩრდილივით გადავლილს, შლეგიანს. ამ ქალის ფერები კი ღრუბლებს მაგონებს, მოზელილს, არეულს ნისლთან და წვიმასთან. ამ ქალის თითები მე ქარებს მაგონებს ჰაერში გამკრთალებს, დაცვენილს ღრუბლიდან. მთლიანად ეს ქალი? საოცრად მაოცებს... ყველაფერს მაგონებს და თითქმის მაოგნებს...