კალენდარი |
« May 2007 » | Su | Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 5:52 AM | |
|
|
Home » 2007 » May » 03
"მოვალ თვალებში ჩახედვით დაგღლი, ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ, ხელში აგიყვან მკლავების ტალღით და დაგაძინებ. ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით, მყუდრო ნაპირზე ამოვა მზე და ერთი შეხედვით გამოგაღვიძებ."
Views:
723
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
გემს გაუშლია თეთრი აფრები, თუ მართლა ზღვაზე დაუთოვია... მე შენს სიყვარულს დავედევნები, დავედევნები, როგორც თოლია.... ცას გაუღია ყველა სარკმელი, გული უშენოდ მაინც კენტია... ტალღებს გავანდე ჩემი სათქმელი, დაგეწევიან, სადმე გეტყვიან.......
Views:
768
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
მაინც რა არის სიყვარული? იჯდა, დარდობდა და ფიქრობდა... გული სამსჭვალებით მიღალული საკურთხეველზე რომ მიჰქონდა. -მაინც რა არის სიყვარული? -სიყვარული ისეთი შეშლილია!...... სიყვარულის ყველას ეშინია... გაერთო-ისეთი ადვილია, სიყვარული კი ნამდვილია!... ამ ქვეყნად ერთი ქალაქია, შიგ ქვის სახლები ალაგია, დადიან, ხარობენ, იცინიან... ჩემში კი ისეთი სიცივეა... სიცივეა.... -მაინც რა არის სიყვარული? სიყვარული ისეთი შეშლილია!... შეხედეთ- ცრემლები, ცრემლები მერევა- ჰოი, თქვენ სამყაროს ფერადო გარსებო!.... ო, ბედნიერება! ო, ბედნიერება! ო, ბედნიერება! იგი რომ არსებობს!!! და ერთადერთია, ჩემგვარი ბევრია... ასე სევდიანი, ასეთი უმიზნო... შეუძლებელია, შეუძლებელია ცხოვრება უმისოდ!!! მას მადლი უფლისა შუბლზე აწერია, იგი მაღალია, სხვაგვარი წოდებით, ის ერთადერთია!!! ჩემგვარი ბევრია... ის ერთადერთია და მე.... ვ ე ც ო დ ე ბ ი.............. მაგრამ სიყვარული ისეთი შეშლილია, სიყვარულ
...
Read more »
Views:
1924
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
"ვიტყვი მორჩა!!! არ დავიწყებ ლოდინს!... მაგრამ გული ისევ შენსკენ მოდის... დავფიქრდები- "ღმერთო ეს რა მომდის???" ასე ძლიერ შემიყვარდი??? როდიიიიიის???"
Views:
781
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
შენი თვალები მიყვარს ხანდახან, მე მიყვარს შენი ლამაზი სევდა... დაგეძებ როცა ჩემთან არა ხარ, გაგირბი როცა მოდიხარ ჩემთან... შენი ოცნება მიყვარს ყოველი, შენი ნატვრა და შენი ნუგეში. რა რიგ ნაზი ვარ როცა მოგელი, როცა მოდიხარ რად ვარ უხეში?
Views:
768
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
მზე ჩადიოდა ნელა, ნარნარით... ზღვა ხმაურობდა, ტირილს ახშობდა... ზღვის პირას იჯდა ლამაზი ქალი და ცრემლიანი ზღვას გაჰყურებდა... იძირებოდა მზე ზღვის ტალღებში და ქალის გული უხმოდ კვნესოდა... ქვითინს ახშობდა ტალღის ხმაური... რაღაც სივრცეში იკარგებოდა... ქალი ტიროდა დაკარგულ გრძნობას... დაკარგულ მზეს და დაკარგულ თვალებს... იმ პირველ კოცნას, პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, მოპარულ ალერსს... იკარგებოდა მზე ზღვის ტალღებში... იფანტებოდნენ ქალის გრძნობები... ზღვა ბობოქრობდა და თან მიჰქონდა ლამაზი ქალის ჩუმი ცრემლები..............
Views:
822
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
როგორ დაგივიწყო? როგორ არ მახსოვდე? როცა სიყვარული შენით შემიგრძვნია... ისევ შენზე ვფიქრობ, ისევ შენზე ვდარდობ, ისევ უშენობას ვეღარ შევჩვევივარ... გული ვერ გელევა, ფიქრი არ მშორდება, ცხადში ვეღარ გხედავ, ძილშიც მემალები... ვიცი არასოდეს შენი არ გავხდები, მაინც მიყვარხარ და მაინც გელოდები!!!
Views:
816
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
იყო ფიქრების ვალსი, იდგა რკალები წყალზე. არ ასვენებდა ღამეს ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე... თვალს არ ეკიდა ძილი, მზეთა ვიყავით შვილი. რისთვის დაგვარქვეს ნეტავ დემონიური წყვილი? მაგრამ ეს იყო სრული ყრმობის სევდა და რული... იმ სიყვარულის ცეცხლი... იმ არსებობის გული!!!...
Views:
799
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
ხანდახან ვფიქრობ-რა საჭირო არის სიტყვები? გულმა ხომ იცის რას ესწრაფის ან რა სწადია... ნეტავ უთქმელად გრძნობდნენ ერთურთს ჩვენი ფიქრები... ბოლოს და ბოლოს, ხომ ცხადია, რაც კი ცხადია?
Views:
746
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
|
"საირმეში დამესიმზრა ფურ-ირემი, ყელმაღალი, მკერდხატულა, გიშრისთვალა, დამინახავს სილამაზე ქვეყნად ბევრი არასოდეს შევხვედრივარ იმისთანას. ხელთუქმნელი ქანდაკივით იდგა მთაზე, ცისარტყელა ციდან რქებით ჩამოჰქონდა, შენი ჰქონდა მჩქეფარება და სინაზე, ყელიც შენი, თვალთა შუქიც შენი ჰქონდა. ვერცხლის თასით გავუწოდე წმინდა წყალი, არ მომხედა თვალი სხვაგან გაურბოდა, სულ ტყუილად შევხაროდი მე საწყალი, იმ ურჯულოს თურმე გულიც შენი ჰქონდა."
Views:
884
|
Added by:
shockunia
|
Date:
03/May/2007
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|