|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 0:47 AM | |
|
|
Home » 2007 » June » 29
ყურძენს ასკდება ტანზე მარცვლები, მერე რთველია... მერე ოქტომბერს ვაღვინებ ქვევრში... მერე მღერიან... ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი განა სიმთვრალე, დღეს მუზას უნდა ავუხირდე და გავტიალდე... შენ კი დაღლამდე, სიგიჟემდე გიწერო ლექსი, ერთი კი არა, ორი...სამი...ან უფრო მეტი... მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები... მერე რთველია... ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში... სადღაც მღერიან....
/ნინი ქადაგიძე/
Views:
762
|
Added by:
shockunia
|
Date:
29/Jun/2007
|
|
ბაღში დახეთქილი ბროწეულების თითქოს სიცილია, შენ კი მარტო ხარ და კვლავ ვნების ცეცხლი გიკიდია, ირგვლივ შემოდგომის სურნელი და ფრინველთ ჟივჟივია, როცა შეგიყვარდი, რატომ არ მითხარი განა სირცხვილია?! ეხლა? ეხლა დახეთქილი ბროწეულების ჩუმი ტკივილია...
/ნინი ქადაგიძე/
Views:
713
|
Added by:
shockunia
|
Date:
29/Jun/2007
|
|
ჩვენ გავიხსნებით ძარღვებში ისე, რომ არ შეგვეტყოს შუღლი და ბოღმა. ამომავალ მზეს ვუწოდებთ მთვარეს და დავიჯერებთ, რომ წყენა მოკვდა!
კვლავ გავუსწორებთ ერთმანეთს თვალებს და არაერთხელ გავტკეპნით ფრაზებს! შევიკრიბებით ცის ბნელეთის დროს , ჩავთვლით, რომ ჩვენ ვართ ,მნათობნი ცაზე!!!
სცენა, რომელიც წააგავს სპექტაკლს, სადაც მსახიობს თამაშობს როლი! სადაც ნეკნისგან შობილი ევა, ერთობა ანტიქრისტეზე ლოცვით!!!
Views:
687
|
Added by:
shockunia
|
Date:
29/Jun/2007
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|