Login form

Calendar
«  May 2007  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Saturday, 27/Apr/2024, 8:29 AM
Home » 2007 » May » 7 » sul ragac erti nabiji kidev
sul ragac erti nabiji kidev
სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ
და მოგვადგება კარზე ზამთარი...
შორს მოლოდინით გათანგულ ხეებს
წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის.
მე ვფიქრობ თქვენზე დიდი ხნის მერე
ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს...
გთხოვთ, მაპატიოთ, რომ ვერაფერი
ვერ ავასრულე, რაც დამარიდეთ...
ამბოხებული დაცხრნენ ვნებები,
მუქდება ღამე, ჩაქრა დაისი...
გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას
რომ ბედისწერა უცდის თავისი...
თავისი წილი მზე და იმედი,
თავისი წილი ცა და ოცნება,
სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ
უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება...
მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან
ვერ ავიყოლე სული ნაგვემი,
ბედნიერება ჩემი წილხვედრი
კუზიანია, როგორც აქლემი....
მე, როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან
ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის,
და გზად ამოსულ ყველა ეკალზე
ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი.
მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ
მაინც მოვედი აგერ თქვენამდე,
ზამთარი მოდის, გთხოვთ შემიფარეთ
პირველ მერცხლების შემოფრენამდე.
მე მოგიყვებით ამდენი ხანი
საით მატარეს ფრთებით ლექსებმა.
სხვაგან ვერ წავალ, თქვენს გარდა ახლა
მე ალბათ არსად არ მიმესვლება...
თქვენ ერთადერთი იყავით ქვეყნად
ვინც არ ელოდით ჩემგან არაფერს,
მეც არაფერი არ მინდა თქვენგან,
ოღონდ წარსულზე მელაპარაკეთ,
მაგრამ სხვებივით თუ მომიძულეთ,
თუ დაივიწყეთ ჩემი პროფილი,
მე დავბრუნდები კვლავ ნირვანაში-
როგორც ციხეში უარყოფილი...
შევურიგდები ბედს, თუმცა ზოგჯერ
მაინც დანისლავს თვალებს სისველე,
რადგან თქვენს შემდეგ მე ამ ქალაქში
ვიცი არავინ არ მომიგონებს.......
Views: 924 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz