mtvare tmis sarchia - 7 June 2007 - პოეზია - შოკუნია

Login form

Calendar
«  June 2007  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 02/Dec/2016, 10:37 PM
Home » 2007 » June » 7 » mtvare tmis sarchia
mtvare tmis sarchia
მთვარე თმის სარჭია,
მაღლა წევს ღამის ცას,
ჩინური ქაღალდის ფარანი,

და რომც მოვაცილოთ
ცას დეკორაცია,
არ მოისაკლისებს არავინ.

თვალებზე დასმული
მინის საჭრეთლებით
ღამის ქალაქები ელავენ,

ჩვენ ორმა მთვარეს რომ
მხრები მივაჭედოთ,
ამასაც შეამჩნევს ვერავინ.

ჩვენს შორის იმდენი
გზა და ჰაერია -
სხეულის უსაფრთხო კედლებად,

მიმართულება რომ
სულაც აგვერიოს,
ფილტვები არ ჩაგვეკეტება.

ყველგან შეიძლება
შეყუჟვა, დარჩენა,
ჟანგბადის იმდენი ბალიში

და წყვილი თვალია
მაშველად გაჩრილი,
შეგეძლო მშვიდადაც გაგეშვი.

მაგრამ სხვა მაგნიტი,
მძლავრი, ძველებური
განაგებს ყოველგვარ ხეტიალს,

ის, რომ მე შენსკენ ვარ
გამოძევებული...
ჩვენს შორის ჰაერზე მეტია...

Views: 214 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 518

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz