საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  November 2008  »
SuMoTuWeThFrSa
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 26/Apr/2024, 1:41 PM
Home » 2008 » November » 18
მარტი” მაჩუქეთ,
მისი ქოლგებით,
მისი იისფერ-რუხი ავდრებით;
მოდით და მნახეთ, ნუ დაიზარებთ,
ხომ იცით, როგორ გამეხარდებით...
მაჩუქეთ “მარტი” მისი დაქანცვით,
მისი ხმებით და მისი ფერებით,
ერთი ყვითელი ძაფი მზის სხივით
და ენძელების თეთრი ყელებით...
მისი დაბნევით, 
მისი დათენთვით,
ქარით,
ცრემლით რომ სული ევსება,
“მარტი” მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ
ძალიან ძვირად -
მთელ ჩემს ლექსებად...
მაჩუქეთ “მარტი”
მისი ქოლგებით,
მისი იისფერ-რუხი დარებით,
“მარტი” მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ 
ძალიან ძვირად, 
გემუდარებით...


Views: 667 | Added by: shockunia | Date: 18/Nov/2008 | Comments (0)

ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან...
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
- - - - - - - - - - - -- -- - - - - - - - - - -- -
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ...


Views: 1071 | Added by: shockunia | Date: 18/Nov/2008 | Comments (1)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz