საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  December 2008  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 26/Apr/2024, 1:39 AM
Home » 2008 » December » 29
ეს მე ვარ...მე ვარ...შეშლილი ქალი...
ეს მე დავეძებ ქარში გვირილებს...
ვაგზავნი შენთან ტრფობას ალმურად,
რომ ჟრუანტელი ტანში გივლიდეს...


ეს მე ვარ, ვნება, ცრემლი და შფოთი, 
ხან სევდის, ხანაც შვების მთოველი...
დამუხტულია შენზე ოცნებით
ჩემი სხეულის ნერვი ყოველი...

Views: 754 | Added by: shockunia | Date: 29/Dec/2008 | Comments (0)

ქალია დილა,
მიწა-ქალი,
საღამო-ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას,
ასე მგონია:
მე რომ მიყვარს,

მართმევენ იმ ქალს..

 

მუხრანი


Views: 821 | Added by: shockunia | Date: 29/Dec/2008 | Comments (0)

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - 
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. 
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი 
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, 
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, 
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! 
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - 
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

Views: 1462 | Added by: shockunia | Date: 29/Dec/2008 | Comments (0)

უკანასკნელი მოვიხსენი ტანთსაფარავი
დადუმებულ მხრებს ელანდებათ შეხება ნელი,
სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი...
დამეძინება, გათავდება ზანტი ზმორება
და დამშვიდდება ჩემი მკერდი, ჯერ ხელუხლები,
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები...
მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
ჩემ შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა
და დაღონებულს ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა...


ელენე დარიანი



Views: 719 | Added by: shockunia | Date: 29/Dec/2008 | Comments (0)

ქარია.
მე უნდა აგაწყო ამინდზე,
ბლის მურაბასავით ჩაგტოვო ჩაიში.
ქარია.
მე უნდა გაგწეწო მატყლივით,
შენი წამწამებით გავტენო ბალიში.
ქარია.
რაღაცას მიმტკიცებს სარეცხი,
ეტყობა, აპირებს დილამდე გაშრობას.
ჩემი ოთახიდან შენს საძინებლამდე
მე გათენებამდე მოვაწყობ ლაშქრობას.
ზურგის ქარი მინდა, მალე რომ დაგატყდე,
მინდა რომ დამნებდე და ხარკი მიხადო,
შენი ნანგრევების წინ გაშლილ კარავთან
მე შენი ცოდვების ქელეხი ვიხადო.
მაგრამ ეს "მინდაა"
და, სინამდვილეში,
ტუჩებით ვინამავ ტუჩმშიერ ალაგებს
და იქნებ ავეწყო სარეცხის სიმშრალეს
დილამდე ჩავდგე და ქარივით დავლაგდე.


Views: 746 | Added by: shockunia | Date: 29/Dec/2008 | Comments (0)

შენ შეგიძლია კაცში გამცვალო, 
ოღონდ, ნუ გამცვლი სულით ჯაგლაგში! 
შენ ამ პეშვიდან შესვი ცხრა წყარო 
და მოიხიბლე ჩემთან თამაშით. 

ჰო,მოიხიბლე სოფლელი ბიჭით 
და თოვლისფერი ოცნება დაგრჩა... 
ჩვენ თოვლის ცქერა ცალ-ცალკე გვიჭირს 
და ამაოა შრომა და გარჯა_ 

უდარდელობა შევმატოთ თვალებს... 
ღელის წისქვილზე სულ დარდი გიფქვი. 
მოდი, ზაფხულში ვარსკვლავი თვალე, 
მერე - ფოთოლი და მერე -ფიფქი; 

მერე კი თვალებს გაახელს ლურჯად 
"დედის ცრემლი" და გასკდება კვირტი. 
ზამთარს სიკეთის პირი არ უჩანს 
მე კი შეცივნულ კვირტებზე ვითვლი 

ამაისებულ იმ მწვანე ფოთლებს, 
შენ რომ უჩემოდ უნდა შესცინო, 
მე გაზაფხულის პირზე რომ მოვკვდე, 
მერე სულ მშვიდი ძილით მეძინოს... 

შენ შეგიძლია, კაცში გამცვალო, 
არაკაცში კი გამცვლი ნუროდეს! 
ჩემი ცხოვრების ცივი ცხრა წყარო 
ჩემი სიცოცხლის მერეც გწყუროდეს.

/ნუკრი ბერეთელი/


Views: 619 | Added by: shockunia | Date: 29/Dec/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz