Login form

Calendar
«  April 2012  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Wednesday, 01/May/2024, 11:04 PM
Home » 2012 » April » 27 » miyvarxar
miyvarxar
-მიყვარხარ!
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს!
-რა, წარსულშიც გქონდა მსგავსი რომანტიკული ისტორიები?
-რა მნიშვნელობა აქვს, წარსული წასულია...
-ჩემთვის აქვს მნიშვნელობა...
-რატომ?
-იმიტომ, რომ წარსული შენი ფესვია, შენი არსების ნაწილი, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე...

-რა, მომავალი არსებობს?

-რა თქმა უნდა, მაშ რაღაა ხვალინდელი დღე...
-წარსული, აწმყო და მომავალი ერთი მთელია.....
-არა, ერთის ერთის სხვადასხვა ნაწილი...
-და მაინც ხომ ერთია დრო, რომელიც სივრცესთან ერთად ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა, არსებობს და იარსებებს...
-დრო ღმერთია...
-არა, სიყვარულია ღმერთი...
-სიყვარული დროისა და სივრცის სამკაულია...
-სამკაული? მხოლოდ?
-მამოძრავებელი ძალა...
-მოძრაობა ხომ წინააღმდეგობათა მუდმივი თანხვედრაა....
-ჰო, ასეა, მაგრამ წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილში სიყვარული სულის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა....
-არა, სიყვარული არ შეიძლება საშუალება იყოს, ის თავისთავადია, დამოუკიდებელი, ყველასი და ყველაფრის მბრძანებელი., სრულყოფილი, კეთილშობილი...
-ესე იგი თითქმის ღმერთი...
-შეიძლება...
-რატომ შეიძლება?
-იმიტომ, რომ არავინ იცის ღმერთის ცნება...
-ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ... ვიდრე ქადაგებენ, ვიდრე წერენ, ვიდრე გვიგრძვნია...
-ამას საიდან ასკვნი?
-იქიდან, რომ ღმერთის ცნების განსაზღვრას ადამიანის უდაბალორგანიზებულესი ტვინი ვერ შესწვდება... როგორ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაც არ იცი?
-მაშ ვინ არის იესო, რომელიც ადამიანთა მოდგმას მხსნელად მოევლინა, მათი ცოდვები იტვირთა და სისხლით გამოისყიდა...
-ღმერთი-სიყვარული, ღმერთი-ნუგეში, ღმერთი-სიტყვა, ღმერთი-სათნოება, ღმერთი-სულგრძელობა, ღმერთი-ნათელი, ღმერთი-სიკეთე, ღმერთი-ჭეშმარიტება... და ალბათ კიდევ ბევრი ის, რაც ჩვენი ცნობიერებისათვის მიუწვდომელია...
-რატომ ასე შორს მისგან, ღმერთმა ხომ თავის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება უბოძა...
-რა თქმა უნდა, მაგრამ პირველმა ადამიანებმა შეცოდეს, მერე მათმა შთამომავლებმაც...და ასე...ცოდვამ იბევრა...ადამიანი განშორდა თავის შემქმნელს, პირველსაწყისს...თავისუფალი ნებაც უნებურად ჩაერთო ამ პროცესში...
-ვერ დავბრუნდებით?
-ცხოვრება გვაიძულებს მის დინებას მივყვეთ....დრო არ ჩერდება...,,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”...პირველსაწყისთან დაბრუნების სურვილი ჩვენ-ჩვენი თავისუფალი ნების არჩევანია...
-მაგრამ გააჩნია, როგორ მიყვები ცხოვრების დინებას, უღმერთოდ თუ...თუ ესეც ნებაა თავისუფალი...
-რა თქმა უნდა...
-ახლა მე შენთან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების წყალობით ვარ, თუ...
-შენ როგორ ფიქრობ?
-დრო მიჩვენებს...
-დრომ კი არა, გულმა უნდა გიკარნახოს...
-გული შენთან ყოფნას მთხოვს...
-და ეს გგონია სიყვარულია?
-მაშ, რაა?
-ინტიმი...
-ნუთუ მართლა...
-ეს შენს თავს შეეკითხე!
-შენთან საკუთარ თავს ვკარგავ...
-და ვერ პოულობ?
-ძებნაც არც მიცდია...
რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები?
-არა, როცა შენთან ვარ...
-როცა ჩემთან არა ხარ?
-მაშინაც შენთან ვარ...
-და მოგწონს ეს?
-ძალიან...
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს ...
რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი?
-დ უ მ ი ლ ი
-სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი...
-აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!!
-ესეიგი, გამოგვივიდა...
-მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი...
-დიალოგმა გადაგვარჩინა...
Category: პროზა | Views: 718 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz