|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 0:21 AM | |
|
|
Home » 2007 » October » 11
უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს, ქალწულთა უარს კოკრების გაშლას, თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის, ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა. მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე, სურნელოვანი ბწკარის საყელო და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ პოეტი-უცხო და უსახელო.
ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის, გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ, ტანზე გეწერათ "მალე დაღამდეს"! ვკითხულობდი და ჩამომეძინა...
/giorgi zanguri/
Views:
839
|
Added by:
shockunia
|
Date:
11/Oct/2007
|
|
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან და უკანონო ეყოლა კვირტი. ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა, ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის, ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა, ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი, ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა. თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი და ბაღმა ჩუმად გაიმაისა... -გაზაფხულია!
/giorgi zanguri/
Views:
1097
|
Added by:
shockunia
|
Date:
11/Oct/2007
|
|
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის. ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს, თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს. ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა "რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!"
/giorgi zanguri/
Views:
2729
|
Added by:
shockunia
|
Date:
11/Oct/2007
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|