|
|
|
| Welcome Guest | RSS
Thursday, 30/Jan/2025, 11:58 PM | |
|
|
Home » 2007 » October » 24
ვინ გამოგზავნა ამ მიწაზე შენი მშვენება, ან რა ძალაა, რომლისგანაც ასე ვდუმდები. შენგან ტყვედ ქცეულს არც კი ვიცი რა მეშველება, სიზმარი ვნახე შენი ტრფობით გავნადგურდები. ბედნიერი ვარ, რომ მეღირსა მე შენი ხილვა, ბაგეებს შორის ეგ ღიმილი რა დიადია. შენს არსებასთან ამქვეყვნად ვერავინ მივა, შენი დანახვა ჩემთვის თეთრი განთიადია. ალბათ დამიდგა მწუხარების დიდი მომენტი, შენი სიშორით ჩემი სახე ჩუმად ბერდება. თუ დასრულდება ჩემი შენთვის ესე სონეტი, ვიცი ეს გულიც მაშინათვე გამიჩერდება...
Views:
817
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2007
|
|
შეხედე — ზეცის ციხე-კოშკიდან წვიმის დალალი ჩამოიშალა... ვერ დაგივიწყე, ზღვის ხმაურივით დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ. წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის... მწვანე თვალების დაღლილი შუქით ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს. მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს. და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ... სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე, კი არა ვტირი... სულ ერთი წამით დარდი გულიდან გამოვახედე.
Views:
715
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2007
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|