|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 0:09 AM | |
|
|
Home » 2007 » October » 13
მე შენ არ მიყვარხარ, მე შენ არ მიყვარხარ, ო... რა სევდიანად არხევ მაგ წამწამებს, თითქოს არ მომწონხარ, თითქოს არ მიყვარხარ! მაგრამ შენზედ ფიქრი ყოველ წამს მაწვალებს
არ ვიცი შენ ჩემთვის, არ ვიცი შენ ჩემთვის ვინა ხარ არ ვიცი, მე ვერ გამიგია, დრო მიდის ვერ მივხვდი, დრო გავა არ ვიცი, ჩემთვის შენ ვინა ხარ... ამბობენ ლანდია...
ო... როგორ ვერ ვიტან შენს თვალებს ცრემლიანს, წარსულში მღიმარეს ეხლა კი სევდიანს, შორს მიდის... ნიავს მიჰყავს ღრუბლები ღრუბლები მიჰგვანან შენს თვალებს ცრემლიანს,
ღრუბლები, ღრუბლები, ო ეს საზიზღრები მიჰქრიან, მიჰქრიან, შენს სახეს მიძღვნიან, ვბრაზდები, ვენთები, არა მაქვს სურვილი, კვლავ რომ ვხედავდე შენს თვალებს ცრემლიანს,
მე შენ არ მიყვარხარ, მე შენ არ მიყვარხარ, ო... რა სევდიანად არხევ მაგ წამწამებს, თითქოს, არც მომწონდე... თითქოს, არც მიყვარდე... მაგრამ შენზედ ფიქრი ყოველ წამს მაწვალებს...
Views:
779
|
Added by:
shockunia
|
Date:
13/Oct/2007
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|