"სიყვარულის კასეტურ ბომბებს გიშენ გულიდან და არაჰუმანურ სიყვარულზე ვიწყებ ბოდიალს, თორემ მე ლაპარაკიც არ შემიძლია გრძნობის გარეშე." ...
სასაცილოა, სექტემბერში მოვიდა შობა და ფოთოლცვენას აუჭედა ფიფქით კარები. გესმის სიცილი? სადღაც, ისევ თამაშობს ვიღაც, ჩვენ კი დასტაში ჩავალაგეთ ყვავის ქალები.
საოცარია, ჩვენთან ისევ მოვიდა მარტი. დღეს პოეტები შემოდგომად შფოთავენ ძილში. მე კი უბრალო მაწანწალა, ვითხოვ გიყვარდე და ამ სურვილით მთელ სამყაროს ვუდგები ჯიბრში!
ამ ღერსაც ისე სწრაფად ჩავწვავ როგორც ცხოვრებას. ვიღიმები და ვგრძნობ,რომ მიცდის სადღაც სიკვდილი. მუზებმა, ალბათ დამანათლეს ბედი , მეწერა და შემატოვეს ამ სამყაროს ლექსებმისჯილი.