|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 0:06 AM | |
|
|
Home » 2008 » October » 24
ღამეა... უდღეური... თეთრი სახით...
სიჩუმეს სულ სხვა ხმები კვეთენ ახლა...
თვალებში შენზე დარდი შევისახლე...
მინდოდა... ეს თვალები შენ გენახა.
დავდივარ... უშენო და... უარაფრო...
არ ვიცი... ალბათ სადმე გავჩერდები...
ვიცოცხლებ სულ ცოტას და... რომ მოვკვდები...
სიკვდილშიც ერთადერთი დამჩემდები.
/nika cherqezishvili/
Views:
704
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2008
|
|
წვიმა როგორ მოვა, ცაა ცარიელი, დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა... მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება... სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად, გთხოვ და... ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა...
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი... თუნდაც გამებუტე...
მოდი, ჩამეხუტე.
/nika cherqezishvili/
Views:
700
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2008
|
|
შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი, ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია...
მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად - ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.
ჰოდა, განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ, რა ვქნა, ჭრილობები მინდა გამიმთელდეს, მინდა შენს თვალებში ისე ჩამახედო, გულზე რაღა ვთქვა და... სულშიც გამითენდეს.
მინდა შენი სუნთქვა ვთვალო ათასამდე, ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი...
მოდი, მომეკარი, სანამ დაგვთარსავდეს ვინმე ბოროტი და...
ზურგით მივტრიალდეთ
ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან...
ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი...
სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბიზღა,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.
/nika cherqezishvili/
Views:
759
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2008
|
|
"სიყვარულის კასეტურ ბომბებს გიშენ გულიდან და არაჰუმანურ სიყვარულზე ვიწყებ ბოდიალს, თორემ მე ლაპარაკიც არ შემიძლია გრძნობის გარეშე." ...
სასაცილოა, სექტემბერში მოვიდა შობა და ფოთოლცვენას აუჭედა ფიფქით კარები. გესმის სიცილი? სადღაც, ისევ თამაშობს ვიღაც, ჩვენ კი დასტაში ჩავალაგეთ ყვავის ქალები.
საოცარია, ჩვენთან ისევ მოვიდა მარტი. დღეს პოეტები შემოდგომად შფოთავენ ძილში. მე კი უბრალო მაწანწალა, ვითხოვ გიყვარდე და ამ სურვილით მთელ სამყაროს ვუდგები ჯიბრში!
ამ ღერსაც ისე სწრაფად ჩავწვავ როგორც ცხოვრებას. ვიღიმები და ვგრძნობ,რომ მიცდის სადღაც სიკვდილი. მუზებმა, ალბათ დამანათლეს ბედი , მეწერა და შემატოვეს ამ სამყაროს ლექსებმისჯილი.
/gio andronikashvili/
Views:
750
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2008
|
|
შენ ახლა შორი ხარ, შორი და უჩემო, აქ ჩემთან ოთახში კვლავ ჩუმად დადიან, არ მინდა, რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო, ასე ვარ, როდესაც ტკივილი ნაღდია. დღეს ისევ მარტო ვარ, გთხოვ, ხელი მომკიდე, ვგრძნობ, შენი სითბოა, რომ მოდის შორიდან, და თუ ვერ შეძელი, რომ თვითონ მოხვიდე, მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან.
/nika cherqezishvili/
Views:
644
|
Added by:
shockunia
|
Date:
24/Oct/2008
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|