|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 0:13 AM | |
|
|
Home » 2008 » October » 25
მე მოვალ შენთან! – ბანალური არის სიტყვები... ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა... არაფერს გეტყვი, შენ ყველაფერს ისეც მიხვდები – წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა... . დამელოდები? – არც ეს კითხვა არის ახალი და უფრო ხშირად პასუხია – თავის დაქნევა... ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებს და მხოლოდ ძველი სურვილია – კვლავ გადარევა! . რითმებიც ძველი – მაგ ცრემლების ტბებმა დატბორა გემი, რომელიც ტრფობის ზღვაში დიდხანს ვატარე... და ალბათ ფიქრობ – რა იქნება ის მეტაფორა ჩემს მოსვლას ახლა, ბოლო სტროფში რომ შევადარებ... . დაგელოდები! – თავის ქნევით მპასუხობ რახან და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან... მე მოვალ შენთან! როგორც... თოვლი მოვიდა შარშან! შარშან კი... თოვლი... როგორც მახსოვს... სულ არ მოსულა...
/bakur svanidze/
Views:
1086
|
Added by:
shockunia
|
Date:
25/Oct/2008
|
|
ვხვდები შეჩვევის უდიდესი მოგსდგამს ტალანტი, შეგიყვარებენ პოეტები ასე ნებიერს, და ის რომ თვალმა შენი სახე გულში დალანდა, თანდაყოლილი ცდუნებაა თუ უნებლიე?
წვიმის ხასიათს შემოდგომის ნიჭი თელავდა, სარკმელთან როცა ფიქრით დაღლილს ჩამოგეძინა, ამინდი ღრუბლებს ნაწვიმარზე ისე წელავდა, როგორც მეძავი იმიჯისთვის - საღეჭ რეზინას.
დიდხანს ვიდექი იმედთან და იმედმოკლული, შენს მოსადგომებს ჩემთვის რთული ღობე მოედგა, ველოდებოდი წლები როდის დაგაქალებდა, მე მუზანაკლულს - მერე შენთვის რომ მეპოეტა.
მაგრამ ამაო დარჩა ყველა დანაპირები, ეს ბოლო სტროფიც უფრო მეტად არის რევანში, ცარიელია ჩემი მუზის ვაკანსიები, მორჩა, გავდივარ საპოეტო
შვებულებაში.
/roi/
Views:
641
|
Added by:
shockunia
|
Date:
25/Oct/2008
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|