|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 0:14 AM | |
|
|
Home » 2008 » October » 31
გაწვიმდა... ბოლოს იჭექა კიდეც. ელვამ სინათლით ამივსო თვალი. ჩემსავით შეცდა ეს შემოდგომა და გაზაფხული ეგონა თავი...
წვიმდა და წვიმის ნაცნობი სუნი ავსებდა ფიქრებს, ოთახებს, ქუჩებს გრგვინვით გალობდა თითქოსო გუნდი, მე კი საბრალოდ ვაღებდი ტუჩებს
და ხმა, რომლითაც შენთვის მინდოდა, მეთქვა, რაც მითხრა შენს გამო გულმა, ყელიდან არც კი ამომდიოდა, რადგან ჩემამდეც ათასჯერ თქმულა...
წვიმდა ტირილით. და შემოდგომას თავი ეგონა ზაფხულზე მძლავრი. მე კი ვეკიდე ჩემსავე სულზე,
როგორც ქავისკარს - მოჭრილი მკლავი.
/mariam wiklauri/
Views:
719
|
Added by:
shockunia
|
Date:
31/Oct/2008
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|