ვხვდები შეჩვევის უდიდესი მოგსდგამს ტალანტი, შეგიყვარებენ პოეტები ასე ნებიერს, და ის რომ თვალმა შენი სახე გულში დალანდა, თანდაყოლილი ცდუნებაა თუ უნებლიე?
წვიმის ხასიათს შემოდგომის ნიჭი თელავდა, სარკმელთან როცა ფიქრით დაღლილს ჩამოგეძინა, ამინდი ღრუბლებს ნაწვიმარზე ისე წელავდა, როგორც მეძავი იმიჯისთვის - საღეჭ რეზინას.
დიდხანს ვიდექი იმედთან და იმედმოკლული, შენს მოსადგომებს ჩემთვის რთული ღობე მოედგა, ველოდებოდი წლები როდის დაგაქალებდა, მე მუზანაკლულს - მერე შენთვის რომ მეპოეტა.
მაგრამ ამაო დარჩა ყველა დანაპირები, ეს ბოლო სტროფიც უფრო მეტად არის რევანში, ცარიელია ჩემი მუზის ვაკანსიები, მორჩა, გავდივარ საპოეტო