Login form

Calendar
«  June 2007  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Wednesday, 01/May/2024, 9:58 PM
Home » 2007 » June » 9 » tu shegiyvardi
tu shegiyvardi
მე შენი სულის ღარტაფებში ჩავიკარგები,
შენი ფიქრების ნაკვალევზე გავიკლაკნები,
გადაგექცევი ძველ ტკივილთა მიჩუმათებად,
რომ ჩემეული სევდით მთვრალმა გასვა შარბათი
თუ შემიყვარდი...
დაგაცხრები მე ალქაჯი ველურ ზმანებად,
შენით ხელქმნილი აღტყინებით ცეცხლის მირაჟად.
ვერ გაექცევი მაგნიტურ გზებს ჩემსკენ მომავალს
თავს დაგატყდები წვიმით მთვრალი გზნების გრიგალად,
თუ შემიყვარდი..
ორბივით დაგიღადრი სხეულს მშვენიერს,
მარჟნისფერ სითხეს და შენს სურნელს შევსვამ ბოლომდე,
თუ შემიყვარდი მივითვისებ ამაყ გრძნობებს, ფიქრებს ნებიერს
და სამახსოვროდ თმების ბღუჟას დავწვავ კოცონზე,
წავალ ღამეში ალქაჟების შეკრებაზე, ვიცეკვებ ფერხულს,
დილით, შენი სისხლით დასვრილს მოვიბან ტუჩებს.
უცნობი გზირი თან წაიღებს შენს უძრავ სხეულს,
და მე ალქაჟი ხმას შევუწყობ ყმუილში ტურებს..
და მეყვარები
როგორც უყვარდათ მდინარეთა გიჯმაჯ ასულებს,
ასულთ, რომელთაც სულელურობა დაჰყავთ წამებად.
გეთაყვანები ჩემოს მსხვერპლო, ჩემო სამსხვერპლევ,
პირველთ მიზეზო, ჩემი სევდის გაასმაგებავ,
და მეყვარები..
ჩემი არსების დახეთქილ სულს წვიმა დაალტობს,
შეშლილ ღამეში გზას ავაცდენ უამრავს კიდევ.
შენი სურნელი, შენზე ფიქრი ისევ დამათრობს,
სევდის სამსალად შევერწყმები მაგიურ წვიმებს
და მეყვარები
როგორც უყვართ მდინარეთა გიჟმაჟ ასულებს,
მირაჯად ქმნილ ცაში ასულებს, სრულქმნილების ფიქრში წასულებს,
ქარიშხალში წვიმით ნაპკურებს,
როგორც უყვართ მდინარეთა ასულებს...
Category: პროზა | Views: 949 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz