საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  May 2008  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 26/Apr/2024, 0:37 AM
Home » 2008 » May » 14
-გაწვიმდა.
-არაფერია.
-გვაწვიმდეს მაინც
-დავსველდებით.
-მერე რა?!
-მერე შეგვცივდება.
-მერე ჩენს ოთახში შევცვივდებით.
-მერე?
-შენს მკლავებში მიყვარს ხოლმე.
-ძილი?
-ძილი არა, გაღვიძება.
-მერე?
-მერე, შენ რომ სუნთქვა იცი.
-მერე?
-მე რომ სუნთქვა მომინდება.
-მერე?
-მერე შენ რომ შემისუნთქავ.
-მერე?
-მე რომ აღარ შეგეშვები.
-მერე?
-მე ვარ ხოლმე შენი სუნთქვა.
-მერე?
-მერე თავი დამანებე!
-მერე?
-მირეკავენ, ერთი წუთით.

/გიო გურჯი /
Views: 665 | Added by: shockunia | Date: 14/May/2008 | Comments (0)

იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“

იცი რა მიყვარს?!
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?!
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და
პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში...
გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და
ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ....
მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“

მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

Views: 1104 | Added by: shockunia | Date: 14/May/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz